Il Mattino: სპალეტის "ნაპოლის" მწვრთნელად თავისი მემკვიდრე სურს

AutoSharing Option
"ნაპოლისთვის" ახალი მთავარი მწვრთნელი თავსატეხად გადაიქცა. Il Mattino-ს ცნობით, "პარტენოპეის" ამჟამინდელი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი თავის მემკვიდრედ ფაბიო კანავაროს მიიჩნევს.

"ლუჩანო სპალეტის არ შეუძლია და ამავდროულად, არ სურს ვინმესკენ ხელის გაშვერა, თუ ვინ უნდა დაინიშნოს მთავარ მწვრთნელად, თუმცა დროთა განმავლობაში სახელი მაინც გაჟღერდება.

თუ ლუჩანოს შეეძლება, რომ ერთი მწვრთნელი აირჩიოს, ეს ფაბიო კანავარო იქნება. აწ უკვე სერია A-ს გამარჯვებული სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ფაბიოს შეუძლია სიტუაცია კიდევ უფრო მეტად განავითაროს".

როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთი ვარიანტი გამოიკვეთა. სავარაუდოდ, ზაფხულში ნეაპოლში
დიდი ტრანსფერებია დაგეგმილი.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
კანავარო უდიდესი ფეხბურთელი იყო, თუმცა მწვრთნელობის რა მოგახსენოთ.
ILIA
14:19 01-06-2023
2
Kanavaro aris sashualoze dabali donis mwvrtneli chinetshi moigo tu ar vcdebi,beneventodan gaushven... marto imitom tu danishnaven neapoleli romaa
L.J .
13:37 01-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული