RMC-ის ცნობით, პსჟ "ნაპოლის" მცველის, კიმ მინ ჯეს შეძენას არ შეეცდება, ვინაიდან თვლის, რომ ზედმეტად ძვირი ღირს. დიდი ალბათობით, კორეელს "მანჩესტერი" 65 მილიონ ევროდ შეიძენს და სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონს დაუნიშნავს.
კიმ მინ ჯე "ნაპოლიმ" გასული წლის ზაფხულში "ფენერბახჩესგან" 18.05 მილიონად შეიძინა.
პარიზული კლუბი ლუკას ერნანდესის გადაბირებას ცდილობს, რომელმაც "ბაიერნთან" კონტრაქტი არ გააგრძელა.