პსჟ-ს კიმ მინ ჯე ეძვირა

AutoSharing Option

RMC-ის ცნობით, პსჟ "ნაპოლის" მცველის, კიმ მინ ჯეს შეძენას არ შეეცდება, ვინაიდან თვლის, რომ ზედმეტად ძვირი ღირს. დიდი ალბათობით, კორეელს "მანჩესტერი" 65 მილიონ ევროდ შეიძენს და სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონს დაუნიშნავს.

კიმ მინ ჯე "ნაპოლიმ" გასული წლის ზაფხულში "ფენერბახჩესგან" 18.05 მილიონად შეიძინა.

პარიზული კლუბი ლუკას ერნანდესის გადაბირებას ცდილობს, რომელმაც "ბაიერნთან" კონტრაქტი არ გააგრძელა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტავი ყველამ იძვიროს!მის გარეშე,ნაპოლის დაცვა უსუსურია!ჯერ ისედაც მოკლე სკამი აქვთ და ნებისმიერი ლიდერის გამოკლება,ძალიან ეტყობა ნაპოლის.მით უმეტეს,სეზონის მეორე ნახევარში.ამ სეზონში ნაპოლის იმ მხრივ გაუმართლა ,რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე,სხვა გუნდების ლიდერებს,დიდი დატვირთვა დააწვათ,ნაპოლის ლიდერებს კი,ზოგს არ უთამაშია,ზოგიერთი კი,ადრევე გამოეთიშა ჩემპიონატს.ამიტომ დასვენება,ფორმის აღდგენა მოასწრეს. მეტოქეებს გადაღლა დაეტყოთ და ამის ფონზე,ნაპოლი ძალიან გაიჭრა წინ.მომდევნო სეზონში,ამის საშუალება აღარ ექნებათ და სხვა გრანდები,გრძელი სკამის წყალობით,უფრო თანაბრად ითამაშებენ,მთელი სეზონის განმავლობაში.ამას,რა თქმა უნდა სპალეტიც კარგად ხვდებოდა და რაკი ლიდერების დატოვების და გაძლიერების გარანტია ვერ მიიღო,გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.რაღაც არ მჯერა,ნაპოლიმ,ამ ზაფხულსაც ასეთივე წარმატებული ტრანსფერები განახორციელოს.უამისოდ კი,ტიტულს ვერ შეინარჩუნებენ.
სოსო
20:19 02-06-2023
0
დაკვირვებული ვარ, ვისაც უფრო მეტი აქვს, უფრო ძუნწია
ზურა
19:52 02-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული