"სამპდორიასთან" ნამატჩევს (2:0) "ნაპოლის" ნიგერიელმა ლეგიონერმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც 26 გატანილი გოლით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და სერია A-ს სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს, DAZN-თან კომენტარი გააკეთა.
- ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ჩემთვის და ნეაპოლელებისთვის განსაკუთრებული სეზონი იყო, ჩემს კარიერაში საუკეთესო.
- კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგიძლიათ. ეს რეალურია?
- ყველაფერია შესაძლებელი, თვით ჩემპიონთა ლიგის მოგება. გასულ წელს ჩვენი არავის სჯეროდა და სკუდეტო მოვიგეთ. ამის უნდა გვჯეროდეს.
- სპალეტიზე რას იტყვით?
- ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მან ლიგის საუკეთესო
მწვრთნელის წოდება დაიმსახურა, გამარჯვების არქიტექტორი იყო.
- თქვენი მომავალი?
- ეს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, მან უნდა გადაწყვიტოს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ. მე დინებას მივყვები.