ქაოსი "მილანში" - კარდინალემ მალდინი-მასარას ტანდემი დაითხოვა, ამან წამყვანი ფეხბურთელები გაანაწყენა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "მილანი" დღეს ოფიციალურად გვაუწყებს, რომ გუნდის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და სპორტული დირექტორი რიკი მასარა გათავისუფლებული არიან.

გუშინ ისინი "როსონერის" პრეზიდენტ გარი კარდინალეს შეხვდნენ, მათი ხედვები განსხვავებული აღმოჩნდა და პრეზიდენტმაც მათი დათხოვნა გადაწყვიტა.

Calciomercato წერს, რომ კარდინალეს ამ საქციელით "მილანის" წამყვანი ფეხბურთელები ძალიან იმედგაცრუებულნი და ნაწყენნი არიან.

მათ შორის სახელდება ტეო ერნანდესის, მაიკ მენიოს, რაფა ლეაოსა და სანდრო ტონალის გვარები, რომლებსაც მალდინისთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

ვინ მოვა "მილანის" დირექტორატში, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წინა სეზონში,საკმაოდ შეზღუდული რესურსებით,მილანი ჩემპიონი გახდა,თანაც ბოლო ტურებამდე,ფანების გარდა,ყველა ელოდა,რომ ძალა არ ეყოფოდათ და საბედისწერო ქულებს დაკარგავდნენ.არ დაკარგეს და ჩემპიონები გახდნენ.ამ სეზონში,ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდნენ და ლიგის ნახევარფინალში გააღწიეს.ამ ყველაფერში,სპორტული და ტექნიკური დირექტორების წვლილი,ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თუ ისინი მაინც გაუშვა,ეს ნიშნავს,რომ ან ფული არ აქვთ,კიდევ უფრო გაძლიერებისათვის,ან კიდევ მეპატრონე ვერ იმეტებს.ბოლო ორი,წარმატებული სეზონის შემდეგ,ცხადია,რომ გულშემატკივარს,ლიგის მოგების ამბიციები გაუჩნდათ,მწვრთნელებმაც გაძლიერება მოითხოვეს და მეპატრონისაგან თანხმობა ვერ მიიღეს.მალდინისათვის მილანი,საკუთარი სახლია და სხვა შემთხვევაში,არსად წამსვლელი არ იქნებოდა.
სოსო
17:23 06-06-2023
2
Dzlivs ragacas daemsgavsa gundi da ai sachuqari kardenalisgan...ar undat shedegi etyobat,maldinid gashveba iqneboda???
L.J .
12:22 06-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული