გუშინ ისინი "როსონერის" პრეზიდენტ გარი კარდინალეს შეხვდნენ, მათი ხედვები განსხვავებული აღმოჩნდა და პრეზიდენტმაც მათი დათხოვნა გადაწყვიტა.
Calciomercato წერს, რომ კარდინალეს ამ საქციელით "მილანის" წამყვანი ფეხბურთელები ძალიან იმედგაცრუებულნი და ნაწყენნი არიან.
მათ შორის სახელდება ტეო ერნანდესის, მაიკ მენიოს, რაფა ლეაოსა და სანდრო ტონალის გვარები, რომლებსაც მალდინისთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
ვინ მოვა "მილანის" დირექტორატში, ჯერჯერობით უცნობია.