მან ბარგი უკვე ჩაალაგა და კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" განაგრძობს, რომელიც მის გამოსასყიდ თანხას იხდის.
Gazzetta Dello sport-ი წერს, რომ "ნაპოლიდან" მიდის პიოტრ ზელინსკიც, რომელსაც ახალი კონტრაქტი არ გაუფორმეს და გასამრჯელოც არ გაუზარდეს, მის შემცვლელად კი ლაზარ სამარზიჩი სახელდება.
ჯერ კიდევ უცნობია ვიქტორ ოსიმენის ბედი, რომლის დამატებაც არაერთ ტოპ-კლუბს სურს. კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსში" გადასვლასთანაა ახლოს და ჯერ კიდევ
"პარტენოპეი" ახალი მწვრთნელის ძიებაშიცაა. საინტერესოა, რომ უკვე 20-მდე სპეციალისტის გვარი დასახელდა, ბოლო დროს კი ყველაზე რეალური "ფიორენტინას" ამჟამინდელი მენეჯერის, ვინჩენცო იტალიანოს ვარიანტი მოჩანს.
მოკლედ, "ნაპოლიში" ჯერ ბევრი კითხვის ნიშანია და იმედია, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდისთვის ყველაფერი კარგად დალაგდება.