ორიგინალურად დამშვიდობება - სპალეტის მოპარული ავტომობილის საჭე დაუბრუნეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე გულშემატკივრები გამოსამშვიდობებლად და მადლობის გადასახდელად სიურპრიზით ეწვივნენ.

სპალეტის შეფუთული დიდი ყუთი გადასცეს, რომელიც გახსნა და 2021 წლის ნოემბერში მოპარული მისი ავტომობილის, "ფიატ პანდას" საჭე და მომღერალ პინო დანიელეს კომპაქტ-დისკები ამოიღო.

ტოსკანელმა სპეციალისტმა ძალიან გაიხარა და ფანებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ქომაგებმა ბანერი გაშალეს და სპალეტის უთხრეს, რომ 1 000 ევროდ გაყიდული მისი პატარა მანქანისგან ეს საჭეღა დარჩა, ალბათ, მიხვდა, რომ ნეაპოლი არცერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს და სკუდეტოს მოპოვების გამო
სამუდამოდ დარჩება მათ გულებში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული