"სახლთან ბევრი ადამიანი მელოდებოდა, მთხოვდნენ, რომ არ წავსულიყავი" - კანავარომ "ნაპოლიდან" "პარმაში" გადასვლის ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"იუთუბზე" გადაცემა "მუსკიო სელვაჯოს" სტუმარი (1.1 მილიონ გამომწერზე მეტი ჰყავს) ლეგენდარული ფაბიო კანავარო გახლდათ. 

ყოფილმა მცველმა საინტერესო ისტორია გაიხსენა:

"მარადონას წლები კარგად მახსოვს, მაშინ მოედანზე ბურთის მიმწოდებელი ვიყავი. წარმოუდგენელი გარემო იყო, დასაჯდომი ადგილები არ გვქონდა, უხეშად რომ გითხრათ, 1 ფეხის ნაბიჯზე 3 ადამიანი იდგა. ის ექო, რომელიც მადრიდის "რეალთან" მატჩის მსვლელობისას გავიგონე, წარმოუდგენელი იყო... მე ლოგეტადან ვარ, სტადიონთან ახლოსაა, ამიტომაც თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მითამაშია როგორც "მარადონას" მოედანზე, ასევე მის გარეთ.

1995 წელს, როცა "პარტენოპეის" დავემშვიდობე, 20 წლის ვიყავი. მითხრეს,
უნდა გაგყიდოთ, "ინტერია" დაინტერესებულიო. საბოლოოდ "პარმას" მივაშურე. მახსოვს, ჩემს სახლთან ბევრი ადამიანი მელოდებოდა, მთხოვდნენ, რომ დავრჩენილიყავი... თუმცა წავედი და სად წავედი, დაცვაში ძალიან მშვიდად ვთამაშობდი, გვერდს ტურამი და ჯანლუიჯი ბუფონი მიმშვენებდნენ".

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით

altIl Mattino: სპალეტის "ნაპოლის" მწვრთნელად თავისი მემკვიდრე სურს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული