დარჩა 39 - დე ლაურენტისის სია შემცირდა

AutoSharing Option
Sky Sport-ი იტყობინება, რომ მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო "ფიორენტინას" არ დატოვებს და სამუშაოდ "ნაპოლიში" არ გადავა.

დღეს იტალიანო ფლორენციული კლუბის გენერალურ დირექტორ ჯო ბარონეს შეხვდა და გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. ის "ფიორენტინასთან" 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს, ალბათ, ერთი წლით გაახანგრძლივებს.

იტალიანოს ხელმძღვანელობით ამ სეზონში "ფიორენტინა" იტალიისა და კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ამას წინათ გაამხილა, რომ გუნდის მწვრთნელის 40-კაციანი სია აქვს. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, სია 39-მდე შემცირდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ღმერთს!
giorgi 3
15:48 10-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული