"ნაპოლის" მწვრთნელად 59 წლის ფრანგი რუდი გარსია დანიშნეს.
ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ გუნდს რუდი გარსია ჩაიბარებს, რომელთანაც ბოლო 10 დღეში კომუნიკაცია ჰქონდა, კარგად მიიღებენ და მასთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევენ.
კონტრაქტის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.
რუდი გარსია "ნაპოლიში" ლუჩანო სპალეტის შეცვლის, რომელიც ერთი სეზონი დაისვენებს.
რუდი გარსია ადრე "სენტ-ეტიენის", "დიჟონის", "ლე მანის", "ლილის", "რომას", "მარსელის", "ლიონის" და "ალ ნასრის" (რომლის ღირსებას რონალდო იცავს) თავკაცი იყო.
მისი ხელმძღვანელობით "ლილმა" 2010/11-ის სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, "მარსელი"
კი 2018 წელს ევროპა ლიგის ფინალში გავიდა.