როგორც ცნობილია, კორეელი ცენტრალური მცველი კიმ მინ ჯე დიდი ალბათობით "მანჩესტერში" ან "ბაიერნში" გადავა და DAZN-ის მტკიცებით, "ნაპოლი" მის შემცვლელზე ჩამოყალიბდა.
საუბარია "ტორინოს" 23 წლის ნიდერლანდელ ლეგიონერ პერ შუურსზე (სიმაღლე 191 სმ), რომელმაც გასულ სეზონში სერია A-ს 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.
გამოცემის ცნობით, შუურსს ნეაპოლური კლუბი პირველად აპრილში დაუკავშირდა. მისი სამსახურით აგრეთვე "ინტერი", "მილანი", "რომა" და "ლივერპული" არიან დაინტერესებული.
შუურსი სიტარდის "ფორტუნას" აღზრდილია, 4 სეზონი "აიაქსში" თამაშობდა, 2022 წელს "ტორინომ" 9 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა
კი მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონია. ჯერ ქვეყნის პირველ ნაკრებში არ მიუწვევიათ.