კიმს "ნაპოლიში", სავარაუდოდ, ნიდერლანდელი შეცვლის

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, კორეელი ცენტრალური მცველი კიმ მინ ჯე დიდი ალბათობით "მანჩესტერში" ან "ბაიერნში" გადავა და DAZN-ის მტკიცებით, "ნაპოლი" მის შემცვლელზე ჩამოყალიბდა.

საუბარია "ტორინოს" 23 წლის ნიდერლანდელ ლეგიონერ პერ შუურსზე (სიმაღლე 191 სმ), რომელმაც გასულ სეზონში სერია A-ს 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

გამოცემის ცნობით, შუურსს ნეაპოლური კლუბი პირველად აპრილში დაუკავშირდა. მისი სამსახურით აგრეთვე "ინტერი", "მილანი", "რომა" და "ლივერპული" არიან დაინტერესებული.

შუურსი სიტარდის "ფორტუნას" აღზრდილია, 4 სეზონი "აიაქსში" თამაშობდა, 2022 წელს "ტორინომ" 9 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა
კი მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონია. ჯერ ქვეყნის პირველ ნაკრებში არ მიუწვევიათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Da kims rato ueshveben chemi azrit kontraktze Unda gadaexedat da Unda sheenarchunebinat ,dzaan magra moergo napols,dzaan Didi danaklisi iqneba .
1
მე ვადევნებდი შიგადაშიგ თვალს ამ ბიჭს. საკმაოდ გაბარიტული, მებრძოლი ცენტრ: მცველია, ერთი ერთზე და საჰაერო დუელებში ძალიან ძლიერია. შეიძლება სისუსტეში ის ჩავუთვალოთ რომ შედარებით ოდნავ ნელია მაგრამ ეს არც არის გასაკვირი თითქმის ორი მეტრია მისი სიმაღლე.
Charley
21:52 17-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული