ჟურნალისტი ალფრედო პედულა სოციალური ქსელით იტყობინება, რომ 32 წლის მარიო რუის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ შეიძლება საუდის არაბეთის "ალ ნასრში" გადავიდეს, სადაც მისი თანამემამულე რონალდო ასპარეზობს, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და რომელსაც უნდა, მის გუნდში გადავიდეს.
"დღეს შუამავლებს შორის საუბარი შედგა და ვნახავთ, უახლოეს დღეებში როგორ განვითარდება მოვლენები", - წერს Sportitalia-ს ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი პედულა და აღნიშნავს, რომ სწორედ რონალდოს სურს, მარიო რუი "ალ ნასრში" გადავიდეს, რომლის რიგებშიც "ნაპოლის" ყოფილი მეკარე დავიდ ოსპინა თამაშობს.
მარიო
რუი "ნაპოლიში" 2018 წელს "რომადან" გადავიდა და ნეაპოლურ გუნდში 152 მატჩში 3 გოლი გაიტანა.