დე ლაურენტისი: თუ პსჟ ოსიმენზე 200-მილიონიანი წინადადებით მოგვმართავს...

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მისი გუნდის თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია.

"ერთადერთი კლუბი, რომელსაც შეუძლია თავს უფლება მისცეს, ვიქტორ ოსიმენი შეიძინოს, ეს პსჟ-ია. თუ პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი მოისურვებს, 200-მილიონიანი წინადადებით მოგვმართოს... ჩვენ დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება. პირადად მე ვფიქრობ, რომ ოსიმენი აქ დარჩება", - ციტირებს დე ლაურენტისს Mediaset-ი.

ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 120 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეგრელი თავის მევალეს ეუბნება: ერთი ბიჭის გარდა არაფერი მაბადია, გავყიდი მაგას და ვალს დაგიბრუნებო. შვილს ეწყინა, მამა შენს გაზრდილს როგორ მყიდიო, მამამ უპასუხა ნუ გეშინია შვილო, ისეთ ფასს დაგადებ, შენი მყიდველი ქვეყანაზე არ იქნებაო.
ასეა ლავრენტიას და ოსის საქმე, მგონია მე.
მალხაზ ჯობავა
20:40 11-07-2023
1
200 კი არა 300 მილიონი. გაუბერა ამან.
G.LA
20:12 11-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული