"ნაპოლიმ" მეკარეს საიჯარო ხელშეკრულება გაუგრძელა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" 28 წლის მეკარეს პიერლუიჯი გოლინის საიჯარო ხელშეკრულება გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნეაპოლური კლუბი საიტით ავრცელებს.

გოლინი "ნაპოლიმ" იანვარში "ატალანტასგან" ინათხოვრა, მორიგ იჯარაში 400 ათას ევროს გადაიხდის და მომავალი წლის ზაფხულში მისი კონტრაქტის 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

გოლინიმ გასულ სეზონში "ნაპოლიში" სერია A-ს 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ურიგო კიარა,მერეტზე მაგარი მეკარეა აშკარად....
პაატა
23:17 16-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული