"ნაპოლიმ" 28 წლის მეკარეს პიერლუიჯი გოლინის საიჯარო ხელშეკრულება გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნეაპოლური კლუბი საიტით ავრცელებს.
გოლინი "ნაპოლიმ" იანვარში "ატალანტასგან" ინათხოვრა, მორიგ იჯარაში 400 ათას ევროს გადაიხდის და მომავალი წლის ზაფხულში მისი კონტრაქტის 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.
გოლინიმ გასულ სეზონში "ნაპოლიში" სერია A-ს 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.