რატომ შეწყდა "ნაპოლისა" და "ჰათაისპორის" მატჩის ტელერეპორტაჟი - Areanapoli განმარტავს

AutoSharing Option
გუშინ „ნაპოლისა“ და „ჰათაისპორის“ ამხანაგური მატჩის ტრანსლაცია თურქულმა კლუბმა „იუთუბის“ არხზე დაიწყო, თუმცა 30-ე წუთზე შეწყდა. Areanapoli იტყობინება, რომ „ჰათაისპორს“ ამის უფლება არ ჰქონდა და დაბლოკვა ამის გამო მოხდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრის ტელერეპორტაჟს Sky Sport-ი ახორციელებდა, რომლის ფასი 10 ევრო იყო და მსგავსი დარღვევა მომავალში არ მოხდება.

„ნაპოლი“ ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებს და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, მათი ყურების საშუალება ქართველ გულშემატკივრებს არ ექნებათ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
სეტანტას სპორტული არხები თვეში 10 ლარი ღირს. ყველა ჩემპიონატი გადის თითქმის რისი ყურებაც კი შეიძლება ადამიანმა მოინდომოს.
აკო
14:58 31-07-2023
5
აქ უფასო სიკეთეების მომხე ხალხი რომაა, ის მაინც თუ იციან, რომ ეს კომუნისტური უტოპიაა? ამქვეყნად უფასო არაფერია. თქვენსთვის რაც უდასოა, იმას ის ხალხი იხდის, ვინც მუშაობს და დოვლათს ქმნის. კომუნისტურ კიშმარში, უფასო განათლებისა და ჯანდაცვის ფასი თქვენი მონურ მდგონარეობაში ჩაგდებაა. გადაიხადეთ 10 დოლარი ფასიანი ტელეარხისთვის და ისუნთქეთ თავისუფლად.
გიორგი
10:17 31-07-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული