"ნაპოლიმ" კიმ მინ ჯეს შემცვლელს "შტუტგარტში" მიაკვლია

AutoSharing Option
Football Italia-ს ცნობით, "ნაპოლი" "ბაიერნში" გადასული კიმ მინ ჯეს შემცვლელად "შტუტგარტის" 25 წლის ბერძენ მცველს, კონსტანტინოს მავროპანოსს განიხილავს.

"შტუტგარტი" მავროპანოსს 20 მილიონ ევროდ აფასებს, რაც "ნაპოლისთვის" მისაღები ფასი და ამ მომენტში პრიორიტეტული ვარიანტია.

2022 წლის ზაფხულში "შტუტგარტმა" "არსენალიდან" იჯარით აყვანილი  მავროპანოსის კონტრაქტი 3 მილიონ ევროდ გამოისყიდა. მან გასულ სეზონში ბუნდესლიგის 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, შვაბურ კლუბთან კი ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

Transfermarkt-ის მიხედვით, ბერძენი ფეხბურთელის ფასი 15 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული