"ნაპოლიმ" კიმ მინ ჯეს შემცვლელი ბრაზილიიდან ჩაიყვანა

AutoSharing Option
"ბაიერნში" გადასულ ცენტრალურ მცველ კიმ მინ ჯეს ბრაზილიელი ნატანი (ნატან ბერნარდო დე სოუზა) შეცვლის.

ნატანი 22 წლისაა (სიმაღლე 188 სმ), "ფლამენგოს" აღზრდილია, 2021 წლიდან იჯარით "რედ ბულ ბრაგანტინოში" თამაშობდა, გუშინ რომის კლინიკა "ვილა სტიუარტში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, კასტელ დი სანგროში ჩავიდა და პირდაპირ "ნაპოლისა" და "აუგსბურგის" ამხანაგურ მატჩზე მივიდა. ის კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ერთად იჯდა სათადარიგოთა სკამზე.

როგორც იტყობინებიან, ნეაპოლური კლუბი ნატანს 10 მილიონ ევროდ შეიძენს. ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ ბრაზილიელს იტალიურ ფეხბურთში ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა მამუჩიკო მიჰყავს მამუკიესო?
ბათუმელა
07 აგვისტო 2023 10:55
5
ტარზანივით ფეხბურთელია..ფიზიკურად ძალიან ძლიერია..სრწაფი...ბურთის ართმევაზე ძალიან კარგია...ჩაშლაც შეუძლია...პადკატებზეა დამხეცებული..ხანდახან ისე რაკეტასავით მიდის გეგონება ფეხს მიაწყვიტავს მეტოქესო..უხეშობა ახასიათებს..ტაქტიკურად დიდად მომზადებული არაა...მოკლედ 1-2 წელი დაჭირდება ნაპოლის მისგან კარგი დონის მცველი გამოთალონ..
ბუჯანგა
07 აგვისტო 2023 10:07
1
საზონოვი გეყიდათ ეგ გერჩივნათ,ათი თავით სჯობია.
დათო
07 აგვისტო 2023 07:55
1
რა ბრაზილიაა ?? ერთი ჟეზუსია მაგარი მცველი და მეორე ეგ იქნება რა @ წაიყვანონ საზონოვი და 1 წელში კიმსაც აჯობებს !
zura222
07 აგვისტო 2023 03:17
0
სტო პრო
გ.შ.
07 აგვისტო 2023 10:18
1
სასწაული. ამ ბრაგანტინოს და ზალცბურგის რედ ბულს ერთი და იგივე ემბლემა აქვს.
ქუთაისი
07 აგვისტო 2023 02:37
0
ლაიფციგსაც და კიდევ ყველას ვისი სპონსორიც რედ ბულია
საქართველო
07 აგვისტო 2023 06:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული