ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ „აუგსბურგი“ 1:0 დაამარცხა - გოლი მეორე ტაიმში მცველმა ამირ რაჰმანიმ გაიტანა.
70-ე წუთზე "ნაპოლის" შემტევი მატეო პოლიტანო დაშავდა და შეცვალეს.
ნეაპოლურ გუნდს ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, აგრეთვე ვიქტორ ოსიმენი და პიოტრ ზილენსკი ვერ დაეხმარენ.
ბოლო სპარინგს „ნაპოლი“ 11 აგვისტოს „აპოლონთან“ ჩაატარებს, ხოლო 19 აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.
კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - აუგსბურგი 1:0
გოლი: რაჰმანი (62)