29 წლის პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ზილენსკი საუდის არაბეთის "ალ აჰლიში" არ გადავა.
ჟურნალისტი რაფაელ აურემია იტყობინება, რომ ზილენსკის "ალ აჰლიში" გადასვლა მისმა მეუღლემ, ლაურა სლოვიაკმა გადაიფიქრა, რომელმაც უთხრა - არა.
"ალ აჰლი" ზილენსკის სეზონურ გასამრჯელოდ 15 მილიონ ევროს სთავაზობდა, ახლა კი კონტრაქტს ნეაპოლურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს და ხელფასის შემცირება მოუწევს.
ზილენსკი ხელშეკრულებით "ნაპოლისთან" 2024 წლის 30 ივნისამდეა დაკავშირებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 35 მილიონია.