პიოტრ ზილენსკი "ალ აჰლიმ" მაინც აცდუნა?

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ "ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზილენსკი მალე გუნდს შეიცვლის.

რომანო თავის "ტვიტერზე" წერს, რომ ზილენსკიმ "ალ აჰლისთან" უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი, კლუბებს შორის მოლაპარაკება კი დასკვნით სტადიაშია.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზილენსკის მიერ "ნაპოლის" დატოვების წინააღმდეგი იყო მისი მეუღლე ლაურა სლოვიაკი. თუმცა, როგორც ჩანს, შეთავაზება იმდენად კარგია, რომ ცდუნებას ვერ გაუძლეს.

ნეაპოლურმა კლუბმა "სელტას" 21 წლის ესპანელი ნახევარმცველის, გაბრი ვეიგას სახით პოლონელის შემცვლელი უკვე შეარჩია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონი უფრე ზელიას ცოლი.
Kazanova
01:29 14-08-2023
0

სიახლეები პოპულარული