სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება - დე ლაურენტისი ისევ მოგებული დარჩება

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, იტალიის ნაკრების მწვრთნელად ლუჩანო სპალეტის დანიშნავენ.

შეთანხმების მიხედვით, თუ სპალეტი "ნაპოლის" დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობას დაიწყებს, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს საკომპენსაციო თანხა უნდა გადაუხადოს. ამიტომ აიღო პაუზა, რომელიც, ალბათ, მალე შეწყდება.

ყველა იტალიური სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინასთვის სპალეტი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის ყველაზე სასურველი კანდიდატია. გრავინამ გადაწყვიტა, დე ლაურენტისს 2.8 მილიონი გადაუხადოს და ლუჩანო ყოველგვარი ფინანსური ვალდებულებისგან გაათავისუფლოს.

"ნაპოლიში" მუშაობის ორწლიან პერიოდში სპალეტიმ 5.6 მილიონი გამოიმუშავა, ახლა კი დე
ლაურენტისი მის წლიურ ხელფასს უკან დაიბრუნებს. ვერაფერს იტყვი, იცის დონ აურელიომ თავისი საქმე, თანაც - როგორ!

სპალეტის "სკუადრა აძურას" თავკაცად დანიშვნა, წესით, ოფიციალურად 16 აგვისტოს უნდა გამოაცხადონ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. ლოურენტისმა რანგით მესამე ლიგელი ნაპოლი ჩაიბარა. გუნდი სადაც ფეხბურთელები აღარ ჩერდებოდნენ. იყიდა ფაქტიურად მხოლოდ სახელი "ნაპოლი". და მესამე ლიგიდან გუნდი აღაზევა იტალიის ჩემპიონობამდე.
ქუთაისი
21:30 14-08-2023
0
ფიფიას და ბერიძეს მაინც ვერ აჯობებს გამჭრიახობით დე ლაურენტისი!ტყუილია!:))
გიორგი IV
20:13 14-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული