29 წლის ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი თავისი ტრანსფერის თაობაზე ყოველდღე იცვლის გადაწყვეტილებას.
"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, ზელინსკიმ "ალ აჰლიში" გადასვლა გადაიფიქრა და "ნაპოლისთან" 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს გააგრძელებს.
თანაც, პოლონელის სეზონური გასამრჯელო (4.5 მილიონი ევრო) განახევრდება...
ჯერ უცნობია, შეიძენს თუ არა ნეაპოლური კლუბი "სელტას" 21 წლის შემტევ გაბრი ვეიგას, რომელსაც ზელინსკი უნდა შეეცვალა.