ბენჟამენ პავარი "ინტერში" გადასვლაზე დათანხმდა

AutoSharing Option
27 წლის მცველი ბენჟამენ პავარი "ბაიერნიდან" "ინტერში" აპირებს გადასვლას, - იტყობინება ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი "ტვიტერით".

ფრანგმა ფეხბურთელმა "ინტერთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და ახლა ტრანსფერზე მოლაპარაკება კლუბებს შორის მიმდინარეობს.

"ინტერი" მზადაა ბონუსებიანად 30 მილიონი გადაიხადოს, "ბაიერნი" კი მეტი თანხის მიღებას იმედოვნებს.

გასულ სეზონში პავარმა ბუნდესლიგის 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული