Almartino-ს ცნობით, "ნაპოლი" "ლაიფციგის" 23 წლის ფრანგი ცენტრალური მცველით, მოჰამედ სიმაკანით დაინტერესდა.
ნეაპოლური კლუბი სიმაკანის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეძენას გეგმავს, თუმცა ეს ადვილი არ იქნება.
გასულ სეზონში სიმაკანმა "ლაიფციგში" ყველა ტურნირზე 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 25 მილიონი ევროა.
სიმაკანი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომლის რიგებშიც 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
სიმაკანი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომლის რიგებშიც 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.