გამოცემა აღნიშნავს, რომ Canale 21-ზე Campania Sport-ის გადაცემაში ჟურნალისტმა მარკო ჯორდანომ ისაუბრა და აღნიშნულ საკითხს ნათელი მოჰფინა: "მოდით, პირველ რიგში ერთი ასპექტი განვმარტოთ: ოსიმენი გუნდში რჩება. ის მშვიდადაა. მან განსაახლებელი კონტრაქტი მრავალჯერ გადაიკითხა, გარემოცვას აზრი ჰკითხა, ამდენი ზარის შემდეგ, შესაძლოა, დაიბნა კიდეც, როდესაც ამდენ ადამიანს უპასუხა. ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, თუმცა მალე მოაწერს. ბონუსებიანად წელიწადში 10 მილიონზე მეტს
"ალ ჰილალი" შეჩერდა და მოცემულ მომენტში მისი ინტერესი მინავლდა. პსჟ რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე გადაერთო. არაბებთან მოლაპარაკებებში შუამავალი მოჰამედ ელ იაგუბი იყო. "ნაპოლის" ოფისში ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი ოფიციალური მიმართვით ოსიმენში 120 მილიონი შესთავაზეს.
პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა და უპასუხა, რომ ამ ფასად ვიქტორის მხოლოდ ცალ ფეხს მიჰყიდის და მომავალში მისი ფასი 500 მილიონი იქნება, რადგან ბაზარი აფეთქდება და სულ სხვა ტარიფები იქნება. ბოლოს აურელიომ უთხრა, რომ დაელოდება მომავალ წელს და ნახავს, ნიგერიელის სანაცვლოდ რამდენი მილიონის გადასახდელად იქნებიან მზად".