"120 მილიონად ოსიმენის ცალ ფეხს მოგყიდით" - დე ლაურენტისმა "ალ ჰილალს" ირონიულად უპასუხა

AutoSharing Option
Areanapoli იტყობინება, რომ "ალ ჰილალს" "ნაპოლის" თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა უნდა, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხუმრობით უპასუხა და უარით გაისტუმრა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Canale 21-ზე Campania Sport-ის გადაცემაში ჟურნალისტმა მარკო ჯორდანომ ისაუბრა და აღნიშნულ საკითხს ნათელი მოჰფინა: "მოდით, პირველ რიგში ერთი ასპექტი განვმარტოთ: ოსიმენი გუნდში რჩება. ის მშვიდადაა. მან განსაახლებელი კონტრაქტი მრავალჯერ გადაიკითხა, გარემოცვას აზრი ჰკითხა, ამდენი ზარის შემდეგ, შესაძლოა, დაიბნა კიდეც, როდესაც ამდენ ადამიანს უპასუხა. ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, თუმცა მალე მოაწერს. ბონუსებიანად წელიწადში 10 მილიონზე მეტს
მიიღებს. ეს ფარაონის  ხელფასი იქნება, სერია A-ში ყველაზე მაღალი. "ნაპოლიმ" პირობები შესთავაზა, რომლებიც ღირსეულია პრემიერლიგის ტოპ-ფეხბურთელისთვის. ამ მხრივ დე ლაურენტისი განსაკუთრებულად იქცევა.

"ალ ჰილალი" შეჩერდა და მოცემულ მომენტში მისი ინტერესი მინავლდა. პსჟ რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე გადაერთო. არაბებთან მოლაპარაკებებში შუამავალი მოჰამედ ელ იაგუბი იყო. "ნაპოლის" ოფისში ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი ოფიციალური მიმართვით ოსიმენში 120 მილიონი შესთავაზეს.
პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა და უპასუხა, რომ ამ ფასად ვიქტორის მხოლოდ ცალ ფეხს მიჰყიდის და მომავალში მისი ფასი 500 მილიონი იქნება, რადგან ბაზარი აფეთქდება და სულ სხვა ტარიფები იქნება. ბოლოს აურელიომ უთხრა, რომ დაელოდება მომავალ წელს და ნახავს, ნიგერიელის სანაცვლოდ რამდენი მილიონის გადასახდელად იქნებიან მზად".

მკითხველის კომენტარები / 8 /
სოლომონ ისაკიჩ ლაურენტისს სულ ორგანოებად ექნება შეფასებული ოსიმენი. თირკმელების ჩათვლით.
გოგია
21:40 23-08-2023
1
რამხელა ენა აქვა ამ ჩემისას?
ლაშა
10:24 24-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული