"ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია" - ანჩელოტიმ თქვა, რატომ არ დაიმატა "რეალმა" ოსიმენი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ არ ჩაერთო "სამეფო კლუბი" ვიქტორ ოსიმენისთვის ბრძოლაში:

"ოსიმენი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ ჩვენ მის შეძენაზე არც კი გვიფიქრია. ბენზემას წასვლით მიღებული დანაკლისი ჯუდ ბელინგემით ავანაზღაურეთ, რომელმაც გაცემული ავანსები სრულად გაამართლა.

ინგლისელმა პირველ 2 ოფიციალურ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და შედეგიანი გადაცემაც გააკეთა, ეს სტატისტიკა კი ყველაფერზე მოწმობს.

გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ხოსელუც, რომელიც რეგულარურად არ თამაშობს, მაგრამ წინასასეზონო შეკრებაზე მან თავი კარგად წარმოაჩინა", - თქვა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოსიმენი არა მაგრამ ჰარი კეინი კი უნდა ეყიდა პერესს, ზუსტად შეესაბამებოდა რეალის თამაშის სტილს, გასაგებია რომ მბაპეს უმიზნებენ, მაგრამ ძალიან არასანდო ჩანს ფრანგი, შეიძლება კიდევ ერთხელ გააცუროს პერესი და უფრო მსუყე კონტრაქტი გამოსტყუოს ბედუინებს, თან ერთგულების ბონუსსაც ჩაიჯიბებს
მამუკა
17:01 24-08-2023
6
ბელინგემი?? პაპა კარლომ გაუბერა მგონი?
ანნოუნ
15:01 24-08-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული