"ნაპოლის" ამომავალი ვარსკვლავი ხელიდან გამოჰგლიჯეს - 21 წლის ფეხბურთელმა "პარტენოპეის" მეტი ფული ამჯობინა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "სელტას" ნახევარმცველი გაბრი ვეიგა კარიერას "ალ აჰლიში" გააგრძელებს.

ერთი ხანობა მისი "ნაპოლიში" გადაბარგება გადაწყვეტილი ამბავი იყო, მაგრამ საუდის არაბეთის კლუბის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი მსუყე შეთავაზებით აცდუნეს.

"პარტენოპეი" ესპანელს სეზონურად 2,2 მილიონ ევროს სთავაზობდა, "ალ აჰლი" კი 5,7-ჯერ მეტს, წელიწადში 12,5 მილიონი ევროს დაჰპირდა.

მოკლედ, "ნაპოლის" ვეიგა ხელიდან გამოჰგლიჯეს და დე ლაურენტისმაც მორიგი ვარსკვლავი ხელში ვერ ჩაიგდო.
მკითხველის კომენტარები / 27 /
3 მილიონად რომ წასულიყო ვიტყოდი ფულის მონაა მეთქი, მაგრამ ამხელა თანხაზე რავიცი, დიდი ცდუნებაა, ფაქტიურად ცხოვრებას იწყობ, ხოლო ფეხბურთელის ცხოვრება მოკლეა და ერთ ტრავმას შუძლია დაგამთავრებინოს
მეგრელი
15:38 24-08-2023
1
ბოდიში მაგრამ აწი ფეხბურთის დედაც მ...ან.. სახელი გადაარქვით- აქლემბურთი, ალაჰბურთი ან რავიცი რაც გინდათ ის უწოდეთ..
ალექს
13:25 24-08-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული