"ნაპოლი" დანიის ნაკრების ნახევარმცველს დაიმატებს

AutoSharing Option
დანიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრემი "აინტრახტიდან" "ნაპოლიში" გადავა, - იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

"ნაპოლი" ლინდსტრემს იჯარით აიყვანს და შემდეგ ვალდებული იქნება, კონტრაქტი გამოისყიდოს - იჯარა 5 მილიონი დაუჯდებათ, გამოსყიდვა კი, ბონუსებიანად, 20 მილიონი.

ლინდსტრემს ხუთწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ, ხოლო მისი სეზონური ხელფასი 2.3 მილიონი ევრო იქნება.

გასულ სეზონში დანიელმა ბუნდესლიგის 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული