"მილანმა" "რომა" დაამარცხა - პიოლის გუნდი მაგარ ფეხბურთს თამაშობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში "მილანი" "რომას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

"როსონერიმ" ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, პენალტის ნიშნულიდან თავი ოლივიე ჟირუმ გამოიჩინა, ფრანგისთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში რიგით მეოთხეა.

48-ე წუთზე რაფაელ ლეაომ სხვაობა ორბურთიანი გახადა, "ჯალაროსის" შემადგენლობიდან ლეანდრო სპინაცოლამ 90+2 წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 

ამრიგად, "მილანი" 9 ქულით 1-ელ პოზიციას იკავებს, 16 სექტემბერს კი "ინტერს" შეხვდება.

"რომა" 1 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს 17 სექტემბერს, "ემპოლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი დამაჯერებელი მილანი, ბოლო საჩემპიონო სეზონშიც არ მახსოვს, უფრო დიდი ანგარიშითაც მოიგებდა მსაჯს მილანის მცველი უაზროდ, რომ არ გაეგდო.
რრრ
11:57 02-09-2023
0

სიახლეები პოპულარული