მხითარიანის 2 გოლი და საგოლე პასი - "ინტერმა" "მილანი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში "ინტერმა" "მილანს" უმასპინძლა, "დერბი დელა მადონინა" "ნერაძურის" გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

ანგარიში მე-5 წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა, 38-ე წუთზე მარკუს ტურამმა "მილანს" ეფექტური გოლი გაუტანა.

57-ე წუთზე რაფა ლეაომ სხვაობა შეამცირა, თუმცა მხითარიანმა დუბლი შეასრულა. 79-ე წუთზე კი ჰაკან ჩალჰანოღლუმ ყოფილი გუნდის კარში თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

მატჩის საბოლოო ანგარიში დავიდე ფრატესიმ 90+3 წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, "ინტერი" სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს, სიმონე ინძაგის გუნდი მორიგ შეხვედრას 20 სექტემბერს, ევროპა ლიგაზე "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს.

"მილანი" 9 ქულით მე-3 ადგილზეა, სტეფანო პიოლის გუნდი 19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Ნეტავ გახდება კვარა ჰენრიხას დონე როდისმე.ა კლასი,ა ფეხბურთელი!!! Ხოდა დაეშვით სექტა მიწაზე,ამ ილუზიებში როდემდე გინდათ ყოფნა?
G.LA
12:46 17-09-2023
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული