"რომას" სუპერმატჩი - მოურინიოს გუნდმა "ემპოლის" 7 უპასუხო გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მე-4 ტურში "რომამ" "ემპოლის" უმასპინძლა და მეტოქე 7:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-2 წუთზე პაულო დიბალამ გახსნა, არგენტინელმა თერთეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, გატანილი გოლიდან 6 წუთში თავი რენატო სანჩესმაც გამოიჩინა. 35-ე წუთზე გრასიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

55-ე წუთზე დიბალამ დუბლი შეასრულა. თავი გამოიჩინეს ბრაიან კრისტანტემ, რომელი ლუკაკუმ და განლუკა მანჩინიმაც.

ამრიგად, "რომა" სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, მოურინიოს გუნდი მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს ევროპალიგაზე ტირასპოლის "შერიფის" წინააღმდეგ გამართავს.

"ემპოლი" 0 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა, პაოლო ძანეტის გუნდი 24 სექტემბერს
გათამაშების ლიდერს "ინტერს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ერთხელ ამათაც ხომ უნდა გაიტანინ
7 ბურთი სულ ამ პატიოსან გუნდს რომ უტანს მანჩესტერი ბარსა რავიცი კიდე სხვებიც, ბოდო გლიმტიც 6 - 1 იყო მაგრამ მაინც
რრრ
23:46 18-09-2023
0

სიახლეები პოპულარული