სკანდალი. ნუთუ დე ლაურენტისი თაღლითია და დასჯიან თუ არა "ნაპოლის"?

AutoSharing Option
ilmattino-ს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.

გამოცემა იტყობინება, რომ რომის პროკურატურამ დე ლაურენტისი ცრუ სააღრიცხვო ანგარიშებთან დაკავშირებით ეჭვმიტანილთა სიაში შეიყვანა. საქმე 2020 წელს ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" ტრანსფერს ეხება. ვარაუდობენ, რომ ნიგერიელის შეძენისას კაპიტალის ხელოვნურად ზრდას ჰქონდა ადგილი.

პროკურატურამ ტრანსფერთან დაკავშირებული დოკუმენტები ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში ამოიღო. ასევე, ჩხრეკა იტალიასა და საფრანგეთში ჩატარდა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ოსიმენში 75 მილიონი ევრო გადაიხადეს. უცნობია, რამდენად რეალურია ეს თანხა და რამდენად დიდი იყო ფალსიფიკაცია.

ჯერ უცნობია, დასჯიან თუ არა დე ლაურენტისსა და კლუბს.  შეგახსენებთ,
გასულ სეზონში ანალოგიური კანონდარღვევის გამო "იუვენტუსს" 10 ქულა ჩამოაკლეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა თქმა უნდა, რომ გაქნილი აფერისტი, რეგვენი და თაღლითია, თანაც ისეთი, ჩვენ არც კი დაგვესიზმრება. მაგალითად, მასთან შედარებით, ამხ. ფიფია, მამა აბრამის ბატკანია !
დ.დ.
22:51 26-09-2023
2
შარია ეს კაცი მოკლედ
mate
22:47 26-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული