ეს დასასრულის დასაწყისია - ოსიმენი თვლის, რომ დასცინეს და შეიძლება "ნაპოლის" სასამართლოში უჩივლოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მიმდინარე სეზონში ისედაც არ მისდის საქმეები კარგად და თან, უკვე სკანდალებს აქვს ადგილი - პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი, ხოლო თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შეიძლება კლუბს სასამართლოში უჩივლოს.

ოსიმენი უკმაყოფილოა "ნაპოლის" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი, რომელიც "ბოლონიასთან" გამოუყენებელ პენალტს ეხება, რამეთუ თვლის, რომ ეს მისი იმიჯის შემლახავია. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ასახულია, როგორ სთხოვს მსაჯს, ჯოვანი აიროლდის, თერთმეტმეტრიანის დანიშვნას და ეს იუმორისტული გახმოვანებითაა გაფორმებული.

ამაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა რობერტო კალენდამ გააკეთა: "ის, რაც სოციალურ ქსელებში მოხდა, მიუღებელია. ვიდეო დამცინავია. ეს
სერიოზული ინციდენტია, რომელიც აღრმავებს იმ სიტუაციას, როგორ ეპყრობიან მას უკანასკნელ ხანს. პრესაში გარჩევები მიმდინარეობს და ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

ვიდეო ჯერ გამოაქვეყნეს, მოგვიანებით კი წაშალეს. ჩვენ სასამართლო გარჩევის ინიცირების და ვიქტორისთვის ნებისმიერი სასარგებლო დაცვის უფლებას ვიტოვებთ".

ნიგერიელმა დემონსტრაციულად მოახდინა თავის "ინსტაგრამზე" "ნაპოლისთან" დისტანცირება - ნეაპოლურ გუნდში გადაღებული სურათების დიდი ნაწილი წაშალა, ხოლო ნაკრებსა და წინა კლუბებში გადაღებული სურათები დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ფუ რა-ქაჯია მართლა ნიგერიელი გოიმი რაიყო შე იმანო გაიგადავე შენც
beqa
27 სექტემბერი 2023 15:33
8
ჰ რა შუაშია იქნებ ახსნა,მაღთლა მაინტერესებს.
ilo
27 სექტემბერი 2023 13:55
3

სიახლეები პოპულარული