ნახეთ ვიდეო, რომელიც ოსიმენმა თავისი იმიჯის შემლახველად მიიჩნია და "ნაპოლისთვის" ჩივილს აპირებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რის გამოც "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი თავისი გუნდისთვის იმიჯის შელახვის გამო ჩივილს აპირებს.

მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" Tik-Tok-ის გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც "ბოლონიასთან" გამოუყენებელ პენალტს ეხება.

გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ასახულია, როგორ სთხოვს ნიგერიელი მსაჯს, ჯოვანი აიროლდის, თერთმეტმეტრიანის დანიშვნას და ეს იუმორისტული გახმოვანებითაა გაფორმებული.

ამაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა რობერტო კალენდამ გააკეთა: "ის, რაც სოციალურ ქსელებში მოხდა, მიუღებელია. ვიდეო დამცინავია. ეს სერიოზული ინციდენტია, რომელიც აღრმავებს იმ სიტუაციას, როგორ ეპყრობიან მას უკანასკნელ ხანს. პრესაში გარჩევები მიმდინარეობს და ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

ვიდეო ჯერ
გამოაქვეყნეს, მოგვიანებით კი წაშალეს. ჩვენ სასამართლო გარჩევის ინიცირების და ვიქტორისთვის ნებისმიერი სასარგებლო დაცვის უფლებას ვიტოვებთ".

ნიგერიელმა დემონსტრაციულად მოახდინა თავის "ინსტაგრამზე" "ნაპოლისთან" დისტანცირება - ნეაპოლურ გუნდში გადაღებული სურათების დიდი ნაწილი წაშალა, ხოლო ნაკრებსა და წინა კლუბებში გადაღებული სურათები დატოვა.

altეს დასასრულის დასაწყისია - ოსიმენი თვლის, რომ დასცინეს და შეიძლება "ნაპოლის" სასამართლოში უჩივლოს

მკითხველის კომენტარები / 8 /
სხვა კონკურენტ გუნდს რომ გაეკეთებინა და დაეცინა კიდე მესმის და საკუთარი გუნდი რომ ამას გიკეთებს არაა სასიამოვნო. ოსიმენის რეაქციაც ადეკვატურია. ეს წელიც და იქნებ სადმე კარგ გუნდში წავიდეს კვარა, აღარ მჯერა ამათი წარმატების
რაბუ
11:47 27-09-2023
2
მართლა დამამცირებელი ვიდეოა და დაამტკიცეს რომ მართლა სოფლის გუნდია ნაპოლი!
ირაკლი
11:32 27-09-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული