შენგელიას 17 ქულა "პანათინაიკოსთან" "ვირტუსი" ფავორიტთან ბოლო წუთებზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" ბოლონიაში "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ბოლომდე ებრძოლა. სამწუხაროდ, ბოლონიელებს ძალები ბოლომდე არ ეყოთ და დასკვნით წუთებზე "პანათინაიკოსმა" გამარჯვება მოიპოვა – 82:77.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 31:21 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ცუდი იყო, რომ თოკოს პასივში 7 დაკარგვა ჰქონდა.

მასპინძელთა შორის ქართველ ფორვარდს შედეგიანობის მხრივ მხოლოდ ვილ კლაიბერნმა აჯობა, რომელმაც
18 ქულა ჩააგდო, "პანათინაიკოსის" რიგებში კი საუკეთესოები კენდრიკ ნანი (20 ქულა) და მატიას ლესორი (16 ქულა, 8 მოხსნა) იყვნენ.

10 ტურის შემდეგ ვირტუსს მხოლოდ 2 მოგება აქვს და სერბულ პარტიზანთანა და გერმანულ "ალბასთან" ერთად ცხრილის ბოლო ადგილებს იყოფს. ბოლონიას მომდევნო მატჩი ისევ შინ ელის. შენგელიას გუნდი 20 ნოემბერს სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული