მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" Tik-Tok-ის გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც "ბოლონიასთან" გამოუყენებელ პენალტს ეხება.
გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ასახულია, როგორ სთხოვს ნიგერიელი მსაჯს, ჯოვანი აიროლდის, თერთმეტმეტრიანის დანიშვნას და ეს იუმორისტული გახმოვანებითაა გაფორმებული.
ამაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა რობერტო კალენდამ გააკეთა: "ის, რაც სოციალურ ქსელებში მოხდა, მიუღებელია. ვიდეო დამცინავია. ეს სერიოზული ინციდენტია, რომელიც აღრმავებს იმ სიტუაციას, როგორ ეპყრობიან მას უკანასკნელ ხანს. პრესაში გარჩევები მიმდინარეობს და ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.
ვიდეო ჯერ გამოაქვეყნეს, მოგვიანებით კი წაშალეს. ჩვენ სასამართლო გარჩევის ინიცირების და ვიქტორისთვის ნებისმიერი სასარგებლო დაცვის უფლებას ვიტოვებთ".
ნიგერიელმა დემონსტრაციულად მოახდინა თავის "ინსტაგრამზე" "ნაპოლისთან" დისტანცირება - ნეაპოლურ გუნდში გადაღებული სურათების დიდი ნაწილი წაშალა, ხოლო ნაკრებსა და წინა კლუბებში გადაღებული სურათები დატოვა.
ეს დასასრულის დასაწყისია - ოსიმენი თვლის, რომ დასცინეს და შეიძლება "ნაპოლის" სასამართლოში უჩივლოს