ოსიმენი "ნაპოლისგან" ბოდიშის მოხდას ითხოვს, სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმა და შესაძლოა, დღეს ძირითად შემადგენლობაში არ დააყენონ

AutoSharing Option
Sky Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი Tik-Tok-ზე გავრცელებული ვიდეოს გამო კლუბისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ნიგერიელი უკმაყოფილოა "პარტენოპეის" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი, რომელიც "ბოლონიასთან" გამოუყენებელ პენალტს ეხება, რამეთუ თვლის, რომ ეს მისი იმიჯის შემლახავია. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ასახულია, როგორ სთხოვს მსაჯს, ჯოვანი აიროლდის, თერთმეტმეტრიანის დანიშვნას და ეს იუმორისტული გახმოვანებითაა გაფორმებული.

ოსიმენმა Instagram-ზე "ნაპოლის" გამოწერა გაუუქმა და ამ გუნდში გადაღებული სურათების დიდი ნაწილი წაშალა, ხოლო ნაკრებსა და წინა კლუბებში გადაღებული სურათები დატოვა.

Arenanpoli წერს, რომ რუდი გარსიამ ამ ყველაფრის ფონზე შესაძლოა,
ნიგერიელი დღეს "უდინეზესთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვოს.

altნახეთ ვიდეო, რომელიც ოსიმენმა თავისი იმიჯის შემლახველად მიიჩნია და "ნაპოლისთვის" ჩივილს აპირებს [VIDEO]

altეს დასასრულის დასაწყისია - ოსიმენი თვლის, რომ დასცინეს და შეიძლება "ნაპოლის" სასამართლოში უჩივლოს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯიგარი ხარ ოსიმენ მიაწექი ბოლომდე
გიო
16:37 27-09-2023
1
გარსია ხომ ხედავ როგორ არიე ყველაფერი დალაგებულ გუნდში, არავის არ ჭირდება შენი "ტაქტიკური რევოლუცია", მთავარი და პირველი არის გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო, ეს პირველია, მაგის გარეშე ყველაფერი ზღვაში წვეთია ბლია , გააჯ...ვი , ძმურად სანამ ვაfანკულო გაგიკეთეს ნეაპოლელ-სიცილიელმა მაფიოზებმა, სანამ გიპოვეს 100 წლის შემდეგ რომელიღაცა გარეუბნის კორპუსის საძირკველში ჩატანებული, გეუბნები რა ...
გ.შ.
13:25 27-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული