"ნაპოლიმ" ოსიმენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" სოციალურ ქსელში ვიქტორ ოსიმენის შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"იმისათვის, რათა თავი ავარიდოთ ამ თემაზე რაიმე სახის სპეკულაციას, "ნაპოლი" აზუსტებს, რომ კლუბს არასოდეს არ უნდოდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის შეურაცხყოფა ან დაცინვა. რათა ჩვენი მთავარი "აქტივისთვის" ზაფხულში დამოკიდებულება გამოგვეხატა, გადაჭრით უარი ვთქვით მის ტრანსფერზე მიღებულ ყველა  შეთავაზებაზე.

ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში ყოველთვის შემოქმედებითი მიდგომით იქმნება სიახლეები, რასაც არანაირი დაცინვის ან წყენის მიყენების განზრახვა არ აქვს, როგორც ეს მოხდა ოსიმენის შემთხვევაში. თუმცა, თუ ვიქტორმა ამაში
რაიმე შურაცხმყოფელი დაინახა, ეს განზრახ არ გაკეთებულა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვა მართლა? გასაგებია, რომ ვითომ იუმორისტული ვიდეოა, მაგრამ რეალურად გასცდა იუმორს და ცოტა დამცინავიც იყო ვერგატანილი პენალტის და ვერმოგებული თამაშის შემდეგ. და როცა კლუბი აცხადებს "ეს განზრახ არ გაკეთებულა"ო,ამასთან ერთად გამოხატოს მცირედი წუხილი ან სინანული მომხდარის გამო, რადგანაც ეს შეურაცხყოფად აღიქვა ვიქტორმა. ცოტაარიყოს თავხედური უჭირავს კლუბის შტაბს და ეს არ წაადგებათ საბოლოოდ-გაექცევათ კარგი ფეხბურთელები მომავალში.
სოსო
19:58 29-09-2023
0
თუ თქვენ გუნდში არ გაქვთ იმაზე კონსენსუსი, რომ საზოგადოებას შეიძლება ქონდეს განსხვავებული გამოხატვის ფორმები და ის არ უნდა იქნეს მიღებული მტკივნეულად ნებისმიერი ფეხბურთელის მიერ, ესეც კლუბის პრობლემაა. მე ვფიქრობ ეს იყო უბრალოდ ნაპერწკალი, რამაც სხვა სახის დაგროვილი პრობლემები აალა. ნათელი მაგალითია თუნდაც ხვიჩას მიზერული ანაზღაურებაც. რაც შეეხება ჯუღელის კომენტარს ამ თემაზე- რა გონიათ აბა ის ლაურენტესს გააკრიტიკებდა და აუგად მოიხსენიებდა? მის ინტერვიუში სხვა ქვეტექსები იკითხებოდა.
ქომაგი
13:03 29-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული