"ეს რასისტული ქმედება იყო!" - ანრიმ ოსიმენზე გავრცელებული ვიდეო შეაფასა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ "ნაპოლის" მიერ Tik-Tok-ზე გავრცელებული ვიდეო შეაფასა.

როგორც იცით, "პარტენოპეის" სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც გაშარჟებული იყო, თუ როგორ ითხოვდა ვიქტორ ოსიმენი "ბოლონიას" წინააღმდეგ პენალტს.

ამ ვიდეომ ნიგერიელი ფორვარდის გულისწყრომა გამოიწვია, მან Instagram-ზე "ნაპოლისთან" დაკავშირებული ყველა ფოტო წაშალა და კლუბისთვის ჩივილსაც კი ფიქრობდა.

"ეს მიუღებელი და არასწორი საქციელია. პირველ ყოვლისა, შენი გუნდის ფეხბურთელს მსგავსი რამ როგორ უნდა გაუკეთო?!

რა თქმა უნდა, ეს რასისტული ქმედება იყო! ყველაზე ცუდი, იცით, რა არის? ამ ვიდეოს შექმნის იდეა, რომ გაუჩნდათ",
- თქვა ანრიმ CBS Sport-ის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეხ ბრუტუს შენცაა? არ შეიძლება ყველაფერში რასისტული ეძებო. ვიდეო მოსაწონი არ იყო, მაგრამ რასისტულობაში ტყუილად ურევს ანრი. რამე თუ არ მოეწონება ყველა ფერადკანიანი ასევე რასისტულობას იმიზეზებს, ეს კი სირცხვილია და უკვე მომაბეზრებელიც. თეთრკანიანებს არაფერში დასცინიან და რატომ არაა მაშინ რასისტული?
G.LA
15:27 04-10-2023
3
ამ ფერად კანიანებმა ძალიან ნუ გა.... თავზე!!!!!
NAPOLI!
20:41 04-10-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული