გარსია შესაძლოა ამ თვეში უმუშევარი დარჩეს - კვარაცხელიას დამრიგებლად სუპერშემტევითი ტაქტიკის მოყვარულ მწვრთნელს ვიხილავთ?

AutoSharing Option
გამოცემა Il Mattino იუწყება, რომ "ნაპოლიმ" გუნდის მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას ულტიმატუმი წაუყენა.

თუ ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბი მომავალ ტურებში დადებით შედეგს ვერ აჩვენებს, მას გადააყენებენ.

"პარტენოპეის" მომავალი სამი დაპირისპირება ჯერ 21 ოქტომბერს "ვერონასთან", 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "უნიონთან", 29 ოქტომბერს კი ისევ სერია A-ში "მილანთან" უწევს.

იმ შემთხვევაში, თუ გარსიას დაითხოვენ, "ნაპოლის" ახალ შესაძლო მწვრთნელად სუპერშემტევითი ფეხბურთის მოყვარული იგორ ტუდორი და ანტონიო კონტე განიხილებიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზოგადად გამორიცხული არაფერია,მაგრამ თითქმის შეუძლებელია უახლოეს მომავალში ნაპოლიმ მწვრთნელი შეცვალოს.ლოგიკა არაა ახლა მწვრთნელის ცვლილებაში.ისეთ კატასტროფულ სიტუაციაში ნამდვილად არაა.ამ სეზონში რომ ჩავარდნები ექნებოდა ნაპოლის ეს ყველამ იცოდა,ვინც უნდა ყოფილიყო მწვრთნელი.ან რა წააგეს ასეთი სასწაული?რეალთან წაგება სასწაულია?თუ ფიორენტინასთან,რომელიც ძალიან კარგი გუნდია,ძალიან კარგი მწვრთნელით.რეალურად წლეულს ნაპოლის მაქსიმუმ ლიგის ზონაში შესვლაა,ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი,მეტის რესურსი ამ ვუნდს არ აქვს.შარშან უბრალოდ ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და იმიტომ გამოვიდა სასწაული სეზონი.წელს ასეთი რამ გაიემეორო ურთულესია.
Master
14:09 10-10-2023
9
მაგ სამიდან 1 მოიგებს 1 ფრე დასრულდება. მილანი ამოჩულავს
არა რუსეთს
18:21 10-10-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული