"ნაპოლის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მიაჩნია, რომ ასაკოვანი ფეხბურთელები ნაკრებში არ უნდა თამაშობდნენ.
"2013 წლიდან დღემდე ნაკრებებში ჩვენი ფეხბურთელების ასპარეზობისათვის კომპენსაციის სახით დაახლოებით 4 მილიონი ევრო მივიღეთ, თუმცა ეროვნულ გუნდებში სისტემატურად ჩვენს 10 ფეხბურთელზე მეტს იწვევენ. ეს კარგი არაა.
ჩემი აზრით, 32 წლისანი ნაკრებებში არ უნდა თამაშობდნენ, ისევე როგორც 28 წლისანი! ახლა არიან ისეთები, რომლებიც 18 წლის ასაკშიც კი უკვე ძალიან კარგები არიან. თუ მათ თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცათ, როგორ გახდებიან ჩემპიონები? რა საჭიროა U19 და U21 ნაკრებები, თუ
მათ ასე ცოტა ყურადღებას აქცევენ? ეს მატჩები არანაირად არ ზრდიან მათ ფასს. მინდა ერთი ნაკრები იყოს, რომელშიც ისეთი ახალგაზრდები ითამაშებდნენ, რომელთა ასაკი 22 წელს არ აღემატება.
კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, გაუშვას თუ არა გამოძახებული ფეხბურთელი ნაკრებში... საჭიროა უარის თქმის შესაძლებლობა გქონდეს, თუ, მაგალითად, მატჩი ამხანაგურია.
თუ მე ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადავიხადე, ის კი ნაკრებიდან ტრავმირებული ბრუნდება, მაშინ კომპენსაცია უნდა გადაგვიხადონ იმ პერიოდში ყოველი დღისთვის, როდესაც ის ვერ ითამაშებს. გაიხსენეთ ნეიმარის შემთხვევა", - განაცხადა დე ლაურენტისმა SportMediaset-თან ინტერვიუში.