ტონალიმ პროკურატურასთან შეთანხმებას მიაღწია - "ნიუკასლის" ფეხბურთელის სასჯელი ცნობილია

AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, "ნიუკასლის" ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ პროკურატურასთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ის საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს.

შედეგად, ახალგაზრდა შუახაზელი 10-თვიან აკრძალვას მიიღებს, რა დროშიც ფეხბურთის თამაში არ შეეძლება და ასევე მას სარეაბილიტაციო კურსის გავლაც მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი არალეგალურ პლატფორმებზე ფსონების საქმეშია ბრალდებული. უკვე ცნობილია, რომ ამავე ბრალდებით ნიკოლო ფაჯიოლი 7-თვიანი ბანით დასაჯეს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ხელფასი არ გყოფნიდა კი მაგრამ? ისე მაინტერესებს შენც ერთი გიმაზავდა??:)) ალბათ გაამწვანე ყველა და დაგიბარეს :))
აჩი**
14:56 24-10-2023
6
და ახლა ჰო ყველა იგივეს გააკეთებს ნაცვლად იმისა 5 წელი რო იყოს სასჯელი რას ქვია აღიარა აღიარების გარეშეც უმტკიცდებოდა და სარეაბილიტაციო კურსზე ძალით გაგეშვათ თუ სურვილი არ ექნებოდა და თუ არ ექნებოდა კურსი გავლილი არ დაუშვებდი მოედანზე სათამაშოდ
ნოდო
22:30 24-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული