ვიქტორ ოსიმენი ნიგერიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" ცნობით, "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ნიგერიაში გაემგზავრა.

ტრავმირებულმა ოსიმენმა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან ნებართვა აიღო, ოჯახური გარემოებების გამო სამშობლოში წავიდა და სავარაუდოდ, უკან მომავალ კვირაში დაბრუნდება.

გამოცემა იტყობინება, რომ ოსიმენი გერმანიაში იმყოფებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე "უნიიონთან" თავისი გუნდის მატჩს არ დაესწრო - ის ფრანკფურტში პირად საქმეებზე ჩავიდა.

ვიქტორმა ვარჯიში სანაკრებო პაუზის შემდეგ უნდა დაიწყოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაგებია. წასვლა გადაწყვეტილი აქვს. ამ შემადგენლობიდან, მის პოზიციაზე სრულფასოვანი შემცვლელი არ მეგულება.
გოგია
07:39 28-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული