ოსიმენი: "კვარა" გიჟური ტალანტი და დიადი ადამიანია

AutoSharing Option
თავის მეგობარ მარიო ბალოტელისთან TV Play-ს ეთერში "ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"გიჟური ნიჭის მქონე ტალანტია. მისი თამაში ძალიან მომწონს. ფეხბურთისადმი ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც მე. მეტსახელი შევარქვი - "ჯადოქარი". იმის გარდა, რომ დიდებული მოთამაშეა, მნიშვნელოვანია მისი ადამიანური თვისებები - ამ მხრივაც დიადია. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს".

მან აგრეთვე თქვა, რომ ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს და "ოქროს ბურთზე" ოცნებობს.

ოსიმენი ტრავმის გამო ნოემბრის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს, თებერვალში კი ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის თასზე იასპარეზებს
და "ნაპოლის" ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოს ჩემპიონატი(ანუ ჩვენი ფეხბურთის ფუძე,ფესვები...),მისი ავ-კარგიანობა,პრობლემები,ასევ პეტსპექტივები და იქ მოთამაშე უამრავი ნიჭიერი ბიჭის მომავალი თუ არ აინტერესებს ადამიანს,მას შეიძლება საერთოდ ქომაგი,გულშემატკივარი,ეროვნული ფეხბურთის მოყვარული ეწოდოს?!
სირცხვილი და თავის მოჭრაა ეროვნულის,თუნდაც ჯერაც სუსტის არა კროტიკა,არამედ სიძულვილნატევი გმობა და გინება!!!
ბრაზი
19:02 26-10-2023
2
საქართველოს ჩემპიონატი სულ უნდა გააუქმონ და სხვარამე მოიფიქრონ. შენ უყურებ საქართველოს ჩემპიონატს?
არაფერი
12:48 26-10-2023
26

სიახლეები პოპულარული