ოლივეირა მარტამდე ვერ დაბრუნდება - როგორ გადაიჭრება "ნაპოლის" პრობლემა?

AutoSharing Option
"ატალანტასთან" მატჩის 39-ე წუთზე ტრავმა მიიღო "ნაპოლის" ფეხბურთელმა მატიას ოლივეირამ, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. პრობლემა ისაა, რომ მარიო რუიც ტრავმირებულია და გუნდი მარცხენა მცველის გარეშე დარჩა.

ოლივეირა დღეს ყავარჯნებით რომის კლინიკაში, "ვილა სტიუარტში" სამედიცინო გამოკვლევაზე მივიდა. ურუგვაელი თავს მშვიდად გრძნობდა, მას კლუბის ექიმები ახლდნენ და კლუბის საიტის ცნობით, მარცხენა მუხლის კოლატერალური მყესის მეორე ხარისხის დაზიანება დაუდგინდა.

ნეაპოლური საიტები აღნიშნავენ, რომ ის მარტამდე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა უარესის მოლოდინი არსებობდა.

დღეს მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. მარიო რუიმ დაბრუნება ნავარაუდევზე
ადრე შეძლო, გუნდთან ერთად ივარჯიშა და არაა გამორიცხული 30 ნოემბერს "რეალთან" ითამაშოს. ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრიომი თერაპიის კურსს გადის და სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
აზაროვი დაიმატონ ბებერ მარიო რუის ნამდვილად აჯობებს
ილიავარ...
13:31 27-11-2023
2
მარცხენა ფლანგი რომ მოუშიშვლდათ ძალიან ცუდია ... ისედაც ზედმეტად დაცვით ფუნქციებს ასრულებს კვარა და თავის ფლანგზე თუ პრახადნოი იქნება უფრო დაიჩაგრება , სასწარფოდ უნდა დაიმატონ კარგი მარცხენა ფლანგი ...
bejo
21:54 26-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული