"ამას ფეხბურთელებზე ზეწოლისთვის იყენებენ" - ფაბრიციო რომანოს ეჭვები დე ლაურენტისსა და "ნაპოლის" ტყუილზე

AutoSharing Option
ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც იცით, "პარტენოპეის" მფლობელმა თქვა, რომ გუნდის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს, რაც რომანომ არ დაადასტურა.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ახლოს არიან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. "ნაპოლის" მოსწონს მედიის გამოყენება გარკვეული ზეწოლის განსახორციელებლად. ისინი ცდილობენ, რომ ისტორიაში საუკეთესო კონტრაქტის განახლება ჰქონდეთ, უფრო კარგი, ვიდრე კავანისა და იგუაინზე.

მაგრამ ყველაფერი მე სრულიად სხვანაირად ვიცი. ვფიქრობ, ოსიმენს წასვლის შესაძლებლობა 2024 წლის ზაფხულში ექნება. იანვარი ნაკლებად სავარაუდოა,
მაგრამ ზაფხულში ტრანსფერი შეიძლება განხორციელდეს", - თქვა რომანომ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გოიმბაზობით გადაფარა ჩემპიონობა.
ვანდა ჯიქია
10:28 08-12-2023
0
ეს ლაურენტისი ნამდვილი ყარაბას-ბარაბასია, შეაწუხა წუწურაქმა მთელი საფეხბურთო იტალია. ეღირსა ჩემპიონობა და აწი მორჩა. ნიგერიელი ვირეშმაკაც ვერ ეღირსება აწი ამდენი გოლის გატანას.
ასეა ეს!
16:21 06-12-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული